კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 530 000 ადამიანს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 530 137 ადამიანს მიაღწია. ეს გასულიი დღე-ღამის განმავლობაში 5 460-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11,240,943 ადამიანი შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ბრაზილიასა და აშშ-ში მილიონზე მეტი მაცხოვრებელი დაინფიცირდა.

შეერთებულ შტატებში გამოვლენილია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 839 436 შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 129 676 ადამიანი, 894 ათასი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,577,004 ადამიანს მიაღწია, გარდაიცვალა 64,265 ადამიანი, ხოლო განიკურნა 990,000 პაციენტი.

Worldometer-ის მონაცემების თანახმად, პლანეტაზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ ადამიანზე 68,5-ია. შეერთებულ შტატებში ერთ მილიონ მოსახლეზე 400 დაღუპული ადამიანი მოდის, ბრაზილიაში კი – 303.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად