კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის შესასვლელთან და გასასვლელთან ბლოკპოსტები განთავსდა

ბათუმის შესასვლელთან და გასასვლელთან ბლოკპოსტები განთავსდა, ქალაქში შემოსვლელი და გამსვლელი მანქანების მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და იმათ ვისაც 37 და მეტი ტემპერტურა დაუფიქსირდებათ დაექვემდებარებიან ტესტირებას.

“საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბათუმში შემოსასავლელეში და გასასვლელში მოეწყოს ბლოკსაგუშაგოები, სადაც განხორციელდება თერმოსკრინინგი. ტემპერატურის დაფიქისირებისას ჩაერთვება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები”, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად