კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთი ერაყიდან თავის ჯარებს გამოიყვანს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთი ერაყიდან ტავის ჯარებს გამოიყვანს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური შტაბი აცხადებს.

“ერაყის ხელისუფლებასთან კოორდინაციით, კოალიციამ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ერაყის უსაფრთხოების ძალების წვრთნები, ვინაიდან ჯანდაცვის მხრივ კრიზისია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთი ერაყიდან თავის 200 სამხედროს გამოიყვანს. სამხედროები ბაღდადში, შტაბ-ბინაში მუშაობდნენ და ერაყის არმიის წვრთნით იყვნენ დაკავებულნი.

საფრანგეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლის გენერალ ფრედერიკ ბარბრის განცხადებით, სამხედროების გამოყვანა 26 მარტს დაიწყება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ერაყში ვირუსით ინფიცირების 346 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაღუპულია 29.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად