კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი ევროპის 25 ქვეყანაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამი SARS-CoV-2 (VOC-202012/01) ნაპოვნია ევროპის 25 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე.

“როგორც ყველა ვირუსის შემთხვევაში, ვირუსი, რომელიც COVID-19 იწვევს, დროთა განმავლობაში იცვლება. მესმის, რომ შეშფოთებულია საზოგადოება. ახალი შტამის გამოვლენის შესახებ უკვე განაცხადა ჯანმოს ევროპული რეგიონის 25 ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც”, – თქვა მან.

კლუგემ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა კიდევ უფრო გააქტიურონ SARS-CoV-2 ვირუსის შესახებ მიღებული მონაცემების გაცვლა.

2020 წელს ჯანმო-ს ევროპულ რეგიონში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 26 მილიონზე მეტი შემთხვევა, ხოლო 580,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 1,8 მილიონი შემთხვევა. “2021 წლის დასაწყისში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონში 280 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება სრული ეროვნული კარანტინის ქვეშ”, – თქვა კლუგემ.

ჯანმოს ევროპის რეგიონის 31-მა ქვეყანამ დაიწყო მოქალაქეების ვაქცინაცია. ამავდროულად, მსოფლიოში მიღებული 23,5 მილიონი ვაქცინის 95% 10 ქვეყანაშია. “მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანმო და ჩვენი პარტნიორები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა ქვეყანამ შეძლოს ვაქცინების მიღება”, – თქვა კლუგემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად