კორონავირუსის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკურ საავადმყოფო 3 დღეში ჩაერთვება

საავადმყოფოს აღჭურვის პროცესი უკვე დაიწყო. შესაბამისი ფინანსური რესურსი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადილის განცხადებით, ავტონომიის ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის მხრიდან გამოიყოფა.

ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ არაუგვიანეს 10 აპრილისა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 თერაპიულ საწოლი უკვე იქნება, აქედან 27 საწოლი იქნება რეანიმაციულ პაციენტებზე გათვლილი. შესაბამისი რაოდენობის სუნთქვის აპარატით.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ახალი კლინიკის სრული აღჭურვა აპრილის ბოლომდე დასრულდება და ის ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საავადმყოფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს მძიმე პაციენტებს ყველა მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად