კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 1 000-ზე მეტ ებრაელ მომლოცველს არ უშვებენ უკრაინაში

ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე უკვე დაგროვილია რამდენიმე ათასი ებრაელი მომლოცველი, რომლებიც ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად მიდიან უკრაინის ქალაქ უმანში.

სამშაბათს დილით ცნობილი გახდა, რომ 700 ადამიანი იმყოფებოდა ჩერნიგოვსკის რეგიონის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგი ცდილობს საზღვრის გადაკვეთას სასაზღვრო გამშვები პუნქტებისთვის გვერდის ავლით. აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი პირი დააკავეს.

წესრიგის უზრუნველსაყოფად საზღვართან მობილიზებულია დამატებითი ძალები. მესაზღვრეებს ეროვნული გვარდია და პოლიცია ეხმარება. სამხედრო ავიაციაც არის ჩართული, თვითმფრინავები აკონტროლებენ სიტუაციას საზღვრის გასწვრივ.

ებრაელები ტრადიციულად, ებრაული ახალი წლის – როშ ჰაშანას აღსანიშნავად, რაბი ნაჰმანის საფლავზე უკრაინულ ქალაქ უმანში მიდიან ხოლმე, მაგრამ წელს მათ კორონავირუსმა შეუშალა ხელი.

29 აგვისტოს უკრაინამ შემოიღო აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის შესახებ, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაოფიციალურად განმარტეს, რომ აკრძალვის ნამდვილი მიზეზი იყო პანდემიის დროს ებრაელების მასიური ჩამოსვლის აღკვეთის სურვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად