კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოზურგეთში საკვები პროდუქტები დარიგდა

ორგანიზაცია „მომავლის სხივმა“, მის დაქვემდებარებაში მყოფ მიტოვების რისკის ქვეშ, 6 იდან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტებისა და სამედიცინო საშუალებების დარიგება უზრუნველყო.

დღის ცენტრის მომსახურება სწავლებასთან ერთად კვების კომპონენტსაც ითვალისწინებს. შესაბამისად, ის პროდუქტები, რომელიც ცენტრის აღსაზრდელებს უნდა მოხმარებოდა მათ ოჯახებს გადაეცა.

აღნიშნული აქცია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად