კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მოსახლეობის თერმოსკრინინგი ჩატარდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად, მოსახლეობას სახლში აკითხავენ და თერმოსკრინინგს უტარებენ. თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ზუსტი დიაგნოსტიკა.

ადგილზე იმყოფებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას გაეცნენ.

გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად