კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისში ისევ დაიხურა რამდენიმე ბაგა-ბაღი

როგორც ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა, დავით წიტაიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია მე-4; მე-8; 36-ე და 24-ე ბაგა-ბაღებში.

აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი ეტაპობრივად, 2 კვირის ვადაში აღდგება. ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.

კომენტარები
იტვირთება...