კორონავირუსის გავრცელების გამო, პროვინცია ხუბეის მაღალი თანამდებობის პირები პოსტებიდან გაათავისუფლეს

პროვინცია ხუბეის პარტიის კომიტეტის მდივანი ცზიან ჩალანი, მას მერე, რაც რეგიონი ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროვინციაში ეპიდემიის ფონზე იქნა მიღებული და დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი გადაწყვეტილებების მიღება არის საჭირო.

ცზიან ჩალანის ადგილას კი ინ იუნი დაინიშნა, რომელიც აქამდე შანხაის მერის პოსტს იკავებდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობიდან აგრეთვე გადააყენეს უხანის კომუნისტური პარტიის საქალაქო კომიტეტის მდივანი მა გოციანი. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოსტი დაკარგა სახელმწიფო საბჭოს კანცელარიის უფროსმა ჰონკ-კონგისა და მაკაოს საკითხებში ჩჟან სიაომინმა.

ახალი კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში 019 წლის დეკემბერში დაიწყო. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი პროვინცია ხუბეი გახდა, რომლის დედაქალაქიც უხანია. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსს ჯამში 1 369 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 60 332-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად