კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, ქურთის, ერედვის, თიღვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ.

ამ ეტაპისთვის უკვე 3 000-მდე ოჯახმა მიიღო სურსათი და ასევე, კიდევ დამატებით 2 000-მდე ოჯახისთვის იგეგმება გადაცემა. გარდა დევნილთა ჩასახლებისა, სასურსათის მარაგი რამდენიმე ათეული ვეტერანის ოჯახსაც გადაეცა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე გაეცნო აქციის მსვლელობას და პირადად ესტუმრა ერთ-ერთ ოჯახს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს ამ მნიშვნელოვან საქმეში, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი მივაწოდოთ. ასევე, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული საქველმოქემდო ღონისძებებში და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად