კორონავირუსის გამო ოკუპირებულმა სოხუმმა ენგურის ხიდით მიმოსვლა შეზღუდა

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეებისვთის მიმიმოსვლა შეზღუდა.

მიზეზი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებაა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას”.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით: “28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს.

ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, იყო დროული, რამაც მოგვცა საშუალება, რომ აღარ მომხდარიყო შემდეგი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში.

გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულნი. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 არის იტალიიდან – 1 არის იტალიის მოქალაქე და 4 არის ქართველი. 5 არის ირანიდან – 1 არის ქართველი, დანარჩენი არის აზერბაიჯანის მოქალაქე.

ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მათ კარანტინი.

ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადსხვა ადგილზე. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში.

მე ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად