კორონავირუსის გამო, კლუბი ბერგჰაინი აპრილამდე დაიხურა

ბერლინის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ღამის კლუბმა ბერგჰაინმა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებები აპრილამდე გააუქმა.

კლუბის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მომსახურე პერსონალის, არტისტებისა და სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო მიიღეს.

ბერლინში ასევე შემდეგ თვემდე დაიხურა ჰიბრიდული ხელოვნების სივრცე Trauma Bar Und Kino, ელექტრონული მუსიკის დუეტმა Disclosure კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩანიშნული აქტივობები გააუქმა.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 126 258 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 4 638-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 3 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 2 – ფილიპინებზე, 16 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 48 – საფრანგეთში, 7 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 827 – იტალიაში, 66 – სამხრეთ კორეაში, 354 – ირანში, 38 – აშშ-ში, 3 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში, 7 – ერაყში, 55 – ესპანეთში, 2 – სან მარინოში, 3 – შვეიცარიაში, 8 – დიდ ბრიტანეთში, 1 – არგენტინაში, 5 – ნიდერლანდებში, 1 – ეგვიპტეში, 3 – გერმანიაში, 3 – ლიბანში, 3 – ბელგიაში, 1 – ალბანეთში, 1 – ბულგარეთში, 1 – ინდოეთში, 1 – ირლანდიაში, 1 – პანამაში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 68 284 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად