კორონავირუსის გამო, იტალიური საკრუიზო ლაინერი კარიბის ზღვის პორტებში არ მიიღეს

საკრუიზო ლაინერი Meraviglia, რომელიც იტალიურ კომპანია MSC Cruises-ს ეკუთვნის, იმის გამო, რომ არსებობს საფრთხე, რომლის მიხედვითაც ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი აქვს, კარიბის ზღვის ორ პორტში არ შეუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბორტზე 4,5 მგზავრი და ეკიპაჟის 1,6 ათასზე მეტი წევრი იმყოფება. 25 თებერვალს, ლაინერ MSC Meraviglia-ს, რომელიც მაიამიდან გამოვიდა, იამაიკისა და ჯორჯთაუნის პორტებში შესვლაზე უარი განუცხადეს.

ლაინერის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს გრიპის ნიშნები აქვს, რის შემდეგაც იამაიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გემისთვის, თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მიეცა.

„შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კარანტინზე იყო. მას ხველება, ციებ-ცხელება და კუნთების ტკივილები აქვს“, – ნათქვამია იამაიკის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შემდეგ, 26 თებერვალს, გემი MSC Meraviglia ჯორჯთაუნში უნდა გაჩერებულიყო, თუმცა კუნძულის ჯანდაცვის სამინისტროში კვლავ უარი განაცხადეს მის მიღებაზე, რის მიზეზადაც სწორედ კორონავირუსისგან კუნძულის მოსახლეობისთვის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად