კორონავირუსის გამო, იტალიაში ევროპის ლიგის მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

ევროპის ლიგაზე ბულგარეთისა და იტალიის კლუბების „ლუდაგორეცისა“ და „ინტერის“ შეხვედრა, ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია „ინტერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კლუბმა, ლომბარდიის რეგიონისა და მილანის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ორგანოების მოთხოვნების მიხედვით მიიღო.

„ლუდაგორეცმა“ დაადასტურა, რომ მილანის ჯანდაცვის ორგანოებმა, მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარების ნება დართო. შეხვედრა 27 თებერვალს, მილანში გაიმართება.

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გაუქმდეს.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 147 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 699-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, სამი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, შვიდი – იტალიაში, რვა – სამხრეთ კორეაში, თორმეტი – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 27 661 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად