კორონავირუსის გამო ირლანდია მკაცრ საკარანტინო ზომებს აწესებს

საკარანტინო შეზღუდვები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური რისკის ყველაზე მაღალ დონეს შეესაბამება, ირლანდიაში დაიწყო 21 ოქტომბერს ადგილობრივი დროით შუაღამისას. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, იუწყება TASS.

შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში ირლანდიელებს ევალებათ  სოციალური კონტაქტების შეზღუდვა. იკეტება ყველა მაღაზია , გარდა სასურსათოსა და აფთიაქებისა. კვების ობიექტებს შეეძლებათ გაყიდონ საკვები და სასმელები სახლში მიტანის სერვისით. მოქალაქეების გადაადგილება დაიშვება მხოლოდ სახლიდან 5 კმ-ის რადიუსში. საბავშვო ბაღები, სკოლები და სამშენებლო ობიექტები ღია დარჩება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა შემცირდება ნორმალური დატვირთვის 25%-მდე, ყველა ოფისი გადავა მუშაობის დისტანციურ დისტანციურ რეჟიმზე.

საკარანტინო წესების დარღვევისთვის, მათ შორის სტუმრებისთვის სახლში წვეულებების მოწყობის ჩათვლით, სახლიდან 5 კმ-ზე მეტ მანძილზე უსაფუძვლო გადაადგილებისათვის, აგრეთვე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში დამცავი ნიღბის არარსებობისთვის, შეიქმნა ჯარიმების პროგრესული სისტემა. პირველი დარღვევისთვის, ჯარიმის თანხა 500 ევროა, განმეორებითი დარღვევისთვის – 1,5 ათასი ევრო, მესამედ კი მოქალაქეს 2,5 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ირლანდიის ხაზინას 1,5 მილიარდი ევრო დაუჯდება და 150 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება. იგეგმება 1,2 მილიარდი ევროს გამოყოფა უმუშევართა პირდაპირი ფინანსური დახმარების პროგრამებისთვის. ირლანდიის ბიუჯეტის დეფიციტი, ფინანსთა სამინისტროს დაზუსტებული პროგნოზების თანახმად, წლის ბოლოსთვის 23 მილიარდ ევროს მიაღწევს – ქვეყნის ეროვნული მშპ-ის დაახლოებით 6,5%-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად