კორონავირუსის გამო, ჰონგ-კონგი ჩინეთის მატერიკთან საზღვარს დროებით კეტავს

ჰონგ კონგი ჩინეთის მატერიკთან საზღვარს დროებით დახურავს, ასევე შეზღუდავს სატრანსპორტო კავშირებს, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელება თავიდან აიცილოს,-ამის შესახებ რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კერი ლამმა განაცხადა.

გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, პრესკონფერენიის დროს მას სამედიცინო პირბადე ეკეთა.

შეზღუდვები ძალაში 30 იანვარს შედის. ავიარეისების რაოდენობა განახევრდება, ასევე იზღუდება ყოველდღიური ავტობუსის გადაადგილება, შეწყდება სარკინიგზო კომუნიკაციაც.

გასულ კვირას ჰონგ კონგში, პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. 28 იანვარს, დილით, ქალაქში ინფიცირების რვა შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ჩინეთის ნაწილ მატერიკზე- 4515 ადამიანია ინფიცირებული.

ჰონგ-კონგის “დისნეილენდმა” და გასართობმა პარკმა Ocean Park-მა მუშაობა შეაჩერეს. გარდა ამისა, 9 თებერვალს დაგეგმილი მარათონი გაუქმდა, რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 70 000 ადამიანს უნდა მიეღო.

სასწავლო არდადეგები, როგორც ჰონგ კონგში, ასევე მატერიკზე გახანგრძლივდა. ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა  საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, 29 იანვარს, მუშაობას განაახლებს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად