კორონავირუსის გამო ჩეხეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

24 სექტემბრიდან ჩეხეთის რესპუბლიკის რესტორნები და ბარები უნდა დაიხუროს 22.00 საათზე. ამის შესახებ იტყობინება “რადიო პრაღა”.

ამ გადაწყვეტილების მიღება დაადასტურა ჩეხეთის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, რომან პრიმულამ. აქამდე კვების ობიექტები უნდა დახურულიყო შუაღამისას და გაეხსნათ არა უადრეს 6 საათისა. მინისტრმა ასეთ დაწესებულებებს კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი უწოდა.

შეზღუდვები დაწესდა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა რაოდენობაზეც. მათი მაქსიმალური რაოდენა 2 ათასით განისაზღვრა.

მინისტრმა ისაუბრა სკოლაში 4 თავისუფალი დღის გამოცხადებაზეც, ვინაიდან მისი აზრით, ეს ნაბიჯი ვირუსის სწრაფ გავრცელებას შეუშლის ხელს.

ამასთანავე, ბრნოს საავადმყოფომ დააწესა აკრძალვა ნათესავებისა და ახლობლების მონახულებაზე.

გამონაკლისს წარმოადგენენ პედიატრიული პაციენტები, მშობიარე ქალები და დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფი პირები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად