კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, ბრიტანელებს შესაძლოა ევროკავშირში შესვლა აეკრძალოთ

ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ დააწესონ აკრძალვა დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლების შესვლაზე ევროკავშირის ზონაში, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ Times წერს.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოები მიიღებენ ერთობლივ და კოორდინირებულ ზომებს, ვირუსის შეკავება შეიძლება იყოს ეფექტური. ჩვენ ვხედავთ ვირუსის შემაშფოთებელი შტამების გავრცელების თავიდან აცილების, ან მინიმუმ მათი გავრცელების შენელების გადაუდებელ აუცილებლობას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დროს, ევროკავშირი აპირებს უზრუნველყოს “მთავარი მიწოდების ჯაჭვებისა და შიდა ბაზრის მთლიანობის” დაცვა, კერძოდ, ეს ეხება ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ზომები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ევროკავშირის საზღვრები დაიხურება ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის, სანამ არ დამტკიცდება, რომ კორონავირუსის ვაქცინა აჩერებს და ამცირებს ახალი შტამის გავრცელებასაც.

თავად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ვითარდება უკიდურესად რთული იყო მუტირებული შტამის B.1.1.7 გავრცელების გამო, რომელიც, ექსპერტების წინასწარი შეფასებით, შეიძლება 70%-ით უფრო ინფექციური იყოს, ვიდრე ვირუსის აქამდე ცნობილი ვარიანტი. გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 3.5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 93 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად