კორონავირუსის ახალი 26 შემთხვევიდან 18 ბოლნისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.

“26-დან 18 შემთხვევა არის ბოლნიში, სოფელი მუშევანი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან არის 4 საკარანტინო სივრციდან, 4 დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდკვლევით მიღებული”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად