კორონავირუსი სინამდვილეში შავ-თეთრია

მკვლევარებმა განაცხადეს, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში კორონავირუსის მოლეკულა. ამის შესახებ Le Parisien წერს.

“კორონავირუსის ნამდვილი ფერებია შავი და თეთრი”, – განმარტა სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლის პროფესორმა ანდრე გუთერმა და განაცხადა, რომ ეს პირობითია, რადგან SARS-CoV-2 მოლეკულის ზომა სინათლის ტალღის სიგრძეზე ნაკლებია.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ფორმაში იგი  მომრგვალებულია.

“დეტალების უკეთესად გამოსაკვეთად გამოიყენება ისეთი ფერები, როგორიც არის წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ვარდისფერი. იგივე ეხება 3D სურათებს”, – თქვა გუთერმა.

მსოფლიოში, ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 108,5 მილიონი ადამიანი, ხოლო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის შეფასებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 109 მილიონს, ხოლო 2,4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა უმეტესობა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...