კორონავირუსის გამო, სეულში სინჩონჯის ეკლესიის მეთაურთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვეს

სამხრეთ კორეის დეdაქალაქ სეულის მმართველებმა პროკურატურას რელიგიური სექტის მეთაურთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოთხოვეს

სამხრეთ კორეა დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ხალხის რაოდენობის მხრივ ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 3736 და კორონავირუსით გარდაცვალების 21 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსი ქალაქ ტეგუს მაცხოვრებელ 61 წლის ქალს ერთ-ერთ პირველს დაუფიქსირდა. ქალი თავდაპირველად უარს აცხადებდა საავადმყოფოში გადაყვანაზე და ტესტიტების ჩატარებაზე და მასში ვირუსის დაფიქსირებამდე პერიოდში რამდენიმე საეკლესიო შეკრებაზე იმყოფებოდა. დადგენილად მიიჩნევენ, რომ მან გადასდო კორონავირუსი ქალაქ ტეგუში მდებარე რელიგიური სექტის, სინჩონჯის ქრისტეს ეკლესიის წევრებს და მათგან გავრცელდა სამხრეთ სხვა ქალაქებში.

დღეს ქალაქ სეულის ხელმძღვანელობამ პროკურატურაში სექტის 12 ლიდერის წინააღმდეგ საჩივრი შეიტანა და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. ქალაქის ხელმღვანელობა სექტის ლიდერს ლი მან ხის და კიდევ ხელმძღვანელ პირს მკვლელობაში, ზიანის მიყენებაში, ინფექსიურ დაავადებათა შესახებ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს. ქალაქის მმართველთა მტკიცებით, ჩინოვნიკები შეეცადნენ კორონავირუსის გავრცელებამდე დაედგინად დაავადებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ვინაობა, მაგრამ სექტის ლიდერმა, რომელიც აცხადებს, რომ მესიაა და სხვა ხელმძღვანელებმა პირებმა დამალეს სექტის ზოგიერთი წევრის ვინაობა.

სექტის 230000 წევრიდან 9000-ს აქვს გაცხადებული კორონავირუსის სიმპტომების შესახებ. სექტის ლიდერს აგრეთვე ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და მასზე პასუხი მალე გახდება ცნობილი.

ბიბისის ცნობით, კვირას სამხრეთ კორეის კათოლიკური ეკლესიები დაკეტილი იყო, ძირითადმა პროტესტანტულმა ჯგუფებმა საკვირაო მსახურება არ ჩაატარეს. არ ჩატარებულა აგრეთვე ბუდისტური ღონისძიები.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად