კორონა ვირუსის 23 შემთხვევა – აქედან 5 თვითიზოლაციაში მყოფს, მე-7 დღეს დაუდგინდა

იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს ყველაზე დრამატული დღე იყო, რადგან 8 ახალ პაციენტს კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

“1 საათის წინ გითხარით, რომ 23 პაციენტის მასალა გადაგზავნილი იყო გამოსაკვლევად. ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად არის 23 ინფიცირებული.

ერთი არის პაციენტი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, რომლისგანაც კიდევ 3 დასნებოვნდა – პირობითად რომ ვთქვათ, პაციენტი #5-თან. ეს პაციენტი ასრულებდა თავის მოვალეობას, მშრომელი კაცია, რაღაც ფული აიღო შესრულებულ საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით დაავადდა. ასე ვარაუდობს, მაგრამ ბანკნოტით გადაედო თუ პირადი საუბრის დროს, ძნელი სათქმელია.

მოდით ასე ვთქვათ, პირობითად პაციენტებმა 4, 5, 6, 7, 8 ერთად იმოგზაურეს იტალიაში, 6-მა კაცმა. 5 ადამიანი გამოვლინდა ახლა, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წევრი წევს ჩვენს საავადმყოფოში უკვე 8 დღეა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენთან წევს 8 დღეა და 7 დღის წინ დაუდასტურდა ვირუსი, მასთან კავშირში მყოფ პირებს მაშინ არაფერი აღმოაჩნდათ და დღეს დაუდასტურდათ.

ინკუბაციის პერიოდში იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და შემდეგ აღმოაჩნდათ”- განუცხადა ჟურნალისტებს იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად