კორონა ვირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიასაც დაუდასტურდა

კორონა ვირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა.
ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია.
თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში, შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად