კორნელი კაკაჩია: რაც დღეს მმართველმა ძალამ გააკეთა, ცეცხლით ცეცხლის ჩაქრობის მცდელობას ჰგავს

რაც დღეს მმართველმა ძალამ გააკეთა, ცეცხლით ცეცხლის ჩაქრობის მცდელობას ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია სოციალურ ქსელში წერს:

“ის რაც დღეს მმართველმა ძალამ გააკეთა ძალიან ჰგავს ცეცხლით ცეცხლის ჩაქრობის მცდელობას.იმედია პასუხისმგებლობას აიღებენ იმ ყველა შესაძლო რისკებზე და სავალალო შედეგებზე რაც შეიძლება დადგეს…” – წერს კორნელი კაკაჩია Facebook-ში.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...