კორკოტაშვილი: იმდენი ბორდელია პლეხანოვზე წესიერი ადამიანი ვერ გაივლის

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი "აიპრესთან" აცხადებს, რომ რომ მათ არანაირი გზავნილი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ღირსების გამო გამოვიდნენ. 

"არაფერი რა გზავნილი უნდა იყოს.. ჩვენულებრივი… ჩვენ ღირსების გულისთვის გამოვედით, შეურაცხყოფილები ვიყავით რაღაც რაღაცებით. ჩვენი სტუმრები რაღაც ზღვარგადასულ საქმიანობას ეწეოდნენ. აქ ახლა, წესიერი გაზრდილი ადამიანი ვეღარ გამოდის, იმდენი ბორდელია. კი არის ხელისუფლების დანაშაული ეს, მაგრამ ზღვარგადასული არაფერი გვინდა. ჩვენ ვიქნებით მასპინძლები ნორმალური ადამიანებისთვის, ვისაც თავში აქვს სიყვარული და მეგობრობა", – განაცხადა კორკოტაშვილმა. 

P.S. "აიპრესი" არ ეთანხმება ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების და წევრების მოწოდებებს და ემიჯნება მათ ჰომოფობიურ განცხადებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...