კორეასა და საქართველოს შორის სავაჭრო-საინვესტიციო საქმიანობის საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება

კორეასა და საქართველოს შორის სავაჭრო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება.

კორეის სავაჭრო-საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოში” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, – აღინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეხვედრაზე კორეული სააგენტოს უფროს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ჯონგჩუნ კიმთან. აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს 85 ქვეყანაში 127 წარმომადგენლობა აქვს.

შეხვედრაზე კორეული სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ უცხო ქვეყნებში კორეული ბიზნესისთვის გააჩნიათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...