კორძაია: ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ 45 ათასი ლარის პრემიები დარიგდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კორძაიამ გადაცემა ტოქ-შოუ "განსხვავებილი აქცენტები" განაცხადა, რომ შს ყოფილი მინისტრის, ამჟამად მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რამდენიმე მილიონი ლარის პრემიები დარიგდა.

"პრემიები ქრონოლოგიურად მოჰყვა ამ გაყვანას. ეს იყო უზარმაზარი პრემიები, ეს იყო უზარმაზარი პრემიერი, იქ 45 ათასის ლარითაც გაიცა პრემიები, ორჯერ გაიცა ასეთი პრემიები, ჯამურად რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ეს იყო ჯილდო დიმიტრი დარბაისელისთვის იმის სანაცვლოდ, რომ მან ეს მოქმედება ჩაატარა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა. საუბარი იყო ჩვეულებრივ "ატკატებზე". რომელიმე თანამშრომელზე გამოიწერა პრემია 37 ათასი ლარის ოდენობით, იქიდან მხოლოდ 2000 რჩებოდა ადამიანს და 35 ათასი დარბაისელთან მიდიოდა. სამინისტროში ამის შესახებ აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობდა“, – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...