კორძაია: სალიას მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

მედია გარემო საქართველოში სერიოული გამოწვევის წინაშეა, ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს:

“ვაფასებ ადამიანებს, ვინც იბრძვის იმისთვის, რისიც სწამს! პატივს ვცემ ყველას უფლებას დაიცვას საკუთარი ინტერესები!

ვაღიარებ ყველას უფლებას საკუთარი ინტერესები დაიცვას იმ ფორმით, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ! მედია უნდა იყოს თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და ზეწოლისაგან (პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის, მფლობელის თუ სხვა ნებისმიერი პირისაგან)!

ჯერჯერობით, ვხედავ, რომ რუსთავი 2 აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მედია გარემო სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამაზე ვერავინ დავხუჭავთ თვალს!

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია არის ჩემი ბიძაშვილი, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ის არის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი ჩემთვის!!!

ამიტომ, ნებისმიერი შეურაცხყოფა, გინება, ცილისწამება, მუქარა და ბილწსიტყვაობა მის მიმართ არის კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის! კარგად მაქვს გააზრებული დემოკრატიული ღირებულებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და მათ არც ვებრძვი, უბრალოდ, როგორც ადამიანი და როგორც გარკვეული სტანდარტების დამცველი პოლიტიკოსი, ვთვლი, რომ ეს უნდა ვთქვა მკაფიოდ და ხმამაღლა!” – წერს თამარ კორძაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...