კორძაია: “ქართული ოცნება” მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ მიიტაცოს ძალაუფლება

ამის შესახებ, “რესპუბლიკური მოძრაობის” წევრმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მამუკა მდინარაძის ინიციატივის შესრულების შანსი არის ნულის ტოლი,იმიტომ, რომ რასაც ის ლაპარაკობს ამის შესრულებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი ამ პარლამენტში არ არსებობს, თუ ის აპირებს მომავალ პარლამენტში ამ ცვლილების განხორციელებას, ის ადასტურებს რაც ვთქვი, რომ “ქართული ოცნება” მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ მიიტაცოს ძალაუფლება და მერე შეცვალოს კონსტიტუცია,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, “2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რითაც 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად