კორძაია: კობახიძემ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ახლა გამოყვანას იმიტაციური კონსესუსით ცდილობს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძემ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ახლა ქმნის კონსესუსის იმიტაციას, რათა როგორმე ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოიყვანოს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ მისივე გუნდის წევრებმა შრომა ერთ დღეში ამოუტრიალეს.

"ჩვენ არ ჩავთვალეთ, რომ ეს არის შემოთავაზება, რადგან "ქართულ ოცნებაში" ამ  საკითხზეც არ არსებობს კონსესუსი. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებში არსებობს ასეთი ტიპის შემოთავაზება, მაგრამ გუნდში თანხმობა არ არსებობს. ეს არის იგივე პროცესის განმეორება რაც მოხდა. ეჭვი არ მეპარება, რომ კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძეს უნდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ მისი გუნდის წევრებმა მთელი მისი შრომა ერთ დღეში ამოუტრიალეს და ის იძულებული გახდა გარდამავალ დებულებებში დაეტოვებინა შერეული საარჩევნო სისტემა. ახლაც არის იგივე ვითარებაში და ქმნის იმიტაციას თითქოს კონსესუსზე წამოსვლას და ცდილობს იმ ჩიხიდან გამოსვლას, რომელშიც მან შეიყვანა ქვეყანა, ამიტომ ეს შემოთავაზებაც არარეალისტურია თავისი არსით", – განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთჯერადად უბარიერო სისტემით ჩატარდეს. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან დაიწყებს და არჩევნები ამ სახით ჩატარდება თუ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსი შედგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად