კორძაია: ხვალ დილით პარლამენტის წევრები იგრძნობენ, რას ნიშნავს უპასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას თქმით, ის რაც პარლამენტთან ხდება, არის არა პიკეტირება, არამედ შეუპოვარი ადამიანების შეუპოვარი ბრძოლა იმისთვის, რაც ეკუთვნით:

“მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოქალაქეები, რომლებმაც ჩაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, ამბობენ ამით ერთს, ეს სიმბოლური გამოხატვაა, რომ პარლამენტის წევრები, რომლებიც არ ასრულებენ ამომრჩევლების ნებას – არ მუშაობენ და თუ არ მუშაობენ, არაფერი ესაქმებათ ამ შენობაში. არ იმსახურებენ ამ შენობაში შესვლას. ხვალ დილით პარლამენტის წევრები იგრძნობენ, რას ნიშნავს უპასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. ივანიშვილი უნდა დათანხმდეს მოქალაქეების მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა გაგრძელდება და ის სხვადასხვა ფორმებს მიიღებს,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად