კორძაია: იმედია, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გაიხსენებს მისივე სასამართლოს პრაქტიკას

"რესპუბლიკური პარტია" ნუმერაციასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. კორძაიას განცხადებით, მსგავსი სიტუაცია 2012 წელსაც შეიქმნა, ხოლო მაშინ ნომრისთვის "ქართული ოცნება" დაობდა. კორძაია იმედოვნებს, რომ მოსამართლე სასამართლოს ამ პრაქტიკას გაიხსენებს. 

კორძაიას განცხადებით, ახალმა მემარჯვენეებმა და პატრიოტთა ლიანსმა დაუსაბუთებელი არგუმენტები წარმოადგინეს. მისივე განმარტებით, ნუმერაიცასთან დაკავშირებით წილისყრაში ყველა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, გარდა იმ სამი პარტიისა, რომლებმაც წინა არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს.

"ჩვენ ვთვლით, რომ პროცესში მონაწილე ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც მოპასუხე, ასევე პოლიტიკური პარტია მემარჯვენეების და პატრიოტთა ალიანსის წარმოდგენილი არგუმენტები იყო სრულიად დაუსაბუთებელი, ისინი იცავდნენ თავიანთ ინტერესს, იმიტომ რომ მათ აქვთ უპირატესი მდგომარეობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით.
სამი პოლიტიკური პარტიის გარდა, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს წილისყრაში მონაწილეობა.

თუ გახსოვთ, 2012 წელს, როცა "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 7 ნომერი და ეგონა, რომ ეკუთვნოდა ეს ნომერი, შემდეგ საარჩევნო კოდექსი შეიცვალა ისე, როგორც ახლა არის. "ოცნებას" 7 ნომერი ჩამოერთვა. ზუსტად ეს პროცესი იყო მაშინ. მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ, ყველას უნდა მიეღო წილისყრაში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე სამი პარტიის გარდა. ამასთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ, "ქართული ოცნება " თავის დროზე სასამართლოში დაობდა და სასამართლო პრეცენდენტები სწორედ იმ მუხლების ასე განმარტებით, რაზეც ჩვენ "რესპუბლიკური პარტია" დღეს ვლაპარაკობთ, არსებობს. ასე რომ იმედია, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გაიხსენებს მისივე სასამართლოს პრაქტიკას და მიჰყვება კანონის ნებას",-განაცხადა კორძაიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...