კორძაია: ჩვენი ხელისუფლება საპატრიარქოს ან ივანიშვილის მიერ ყოველთვის დაჩაგრულია

პრობლემები ყოველთვის დარჩება, სანამ პრეზიდენტი, პრემიერი,  პარლამენტის თავმჯდომარე 17 მაისს არ გამოვლენ და ბრიფინგს არ მიუძღვნიანარ იტყვიან, რომ ეს არის ქვიარ ადამიანების ხილვადობის დღე”-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, თამარ კორძაიამ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

კორძაია ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარებაში უნდა იყვნენ ჩართულები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

“პრობლემები ყოველთვის იგივე დარჩება, სანამ პრეზიდენტი, პრემიერი,  პარლამენტის თავმჯდომარე 17 მაისს არ გამოვლენ და ბრიფინგს არ მიუძღვნიან ამ დღეს და არ იტყვიან, რომ ეს არის ქვიარ ადამიანების ხილვადობის დღე და ეს დღე არის ფერადი და ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს. ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს დაჩაგრულის დაცვას და არა ძლიერის მხარეს ყოფნას. ჩვენი ხელისუფლება საპატრიარქოს ან ივანიშვილის მიერ ყოველთვის დაჩაგრულია”, – აღნიშნა კორძაიამ.

ცნობისთვის, დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად