კორძაია: ივანიშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია,”რესპუბლიკური პარტია” მასთან არ ითანამშრომლებს

“რესპუბლიკური პარტია” მასთან არ ითანამშრომლებს არასოდეს, არც ერთ პირობებში.”,-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილის არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ მან პრაქტიკულად შეთავაზება გაუკეთა ყველა პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. მისთვის ძირითადი მტერი ისევ არის „ნაციონალური მოძრაობა,“ უბრალოდ ჩარჩენილია წარსულში, ვერ ხვდება თვითონ რა შეცდომები დაუშვა.

“რესპუბლიკური პარტია” მასთან არ ითანამშრომლებს არასოდეს, არც ერთ პირობებში. სამწუხაროა, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში ან პირიქით, კიდევ უარესი, ის გადმოვიდა ისევ თავდასხმაზე და ასე ვთქვათ აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობას ითვლის.”,-განაცხადა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...