კოპენჰაგენში, პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა

კოპენჰაგენში, ნორებროს რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობა მცირედით არის დაზიანებული. მომხდარის შემდეგ, რაიონი შემოღობეს.

აქამდე, 6 აგვისტოსაც მოხდა კოპენჰაგენში აფეთქება. თუმცა, პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯერ ადრეა იმის შესახებ საუბარი, დაკავშირებულია თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან.

6 აგვისტოს კი, აფეთქება საგადასახადო სამსახურის შენობასთან მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შენობის ფასადი. მოგვიანებით კი, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად