კოპალიანი კახიძეს: თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი

“კომუნისტური რეჟიმი „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობდა. შედარება არ შეიძლება.”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გააკრიტიკა.

კარლო კოპალიანს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრისგან კრიტიკა მიუღებელია.

ოთარ კახიძე: თქვენ რომელ რეჟიმსაც ემსახურებოდით, ამ რეჟიმზე ბოროტი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები ყველაზე დიდი ბოროტება იყო. როცა ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდგომ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს.

კარლო კოპალიანი: თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი. კომუნისტური რეჟიმი „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯობდა, შედარება არ შეიძლება.

ოთარ კახიძე: მილიონობით მსხვერპლი ჰყავს მარტო ამ რეჟიმს და ამ რეჟიმზე რომ ამბობს ის ჯობდა 2004-2012 წლის დამოუკიდებელი საქართველოს მმართველობას, ეს „ქართული ოცნების“ სახეც არის.

აღნიშნულ საუბარში სხდომის წამყვანი ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განაცხადა:

„ჩემთვის საბჭოთა კავშირი და მათი მმართველობა იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს იყო რეჟიმი, რომელმაც შეიწირა ათასობით ღირსეული ქართველის სიცოცხლე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი დამოკიდებულება იცით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, რომელიც იყენებდა ისეთ მეთოდებს, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო აპრობირებული და ეს იყო სამარცხვინო. მე ტოლობას არ ვსვამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად