კოპალიანი გაბუნიას მონოლოგზე: სირცხვილია, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” კანტორა

” მსგავსი რამ, ჩემო კარგებო, 60 წლის კაცი ვარ და ქუჩაში არ მომისმენია”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს გამოეხმაურა.

“რუსთავი2-ისგან მე არ გამკვირვებია ჩვენ უფრო გვესმოდა ამ ტელევიზიიდან უხეში გინებები სხვადასხვა პარტიების ლიდერების მიმართ, ბატონი ბიძინა მყავს მხედველობაში, უსაზიზღრესი ტერმინები, საკუთარ თავსაც რომ არ უნდა აკადროს ადამიანმა და გუშინ იყო აპოთეოზი, მწვერვალი. მსგავსი რამ, ჩემო კარგებო, 60 წლის კაცი ვარ და ქუჩაში არ მომისმენია, არათუ ტელევიზიიდან ეს არის მარაზმი, ეს არის სირცხვილი, ასეთ კანტორას ტელევიზია არ უნდა ერქვას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” კანტორა,“-ამბობს კარლო კოპალიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...