კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიელები 1 : 0 დაამრცხა (ვიდეო)

არგენტინამ კოპა ამერიკის თასი მეთხუთმეტედ მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონებმა ბრაზილიის ნაკრები 1 : 0 დაამრცხეს.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 22-ე წუთზე ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომელმაც ბრაზილიელთა მეკარეს, ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო.

არგენტინის ნაკრების ლიდერისთვის ლეონელ მესისთვის ეს ნაკრების მაისურით მოპოვებული პირველი დიდი ტიტულია. მანამდე მესის არგენტინელებთან ერთად მხოლოდ ოლიმპიადის ოქროს მედალი ჰქონდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი, ანხელ დი მარია გახდა.

ფინალური სასტვენის შემდეგ, არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

34 წლის სუპერვარსკვლავი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონია, სამჯერ დაეუფლა კოპა ამერიკის ვერცხლის მედალს, ერთხელ კი – ბრინჯაოს.

2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

რაც შეეხება “ალბისელესტეს”, არგენტინელებმა კოპა ამერიკა 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგეს.

კომენტარები
იტვირთება...