კონცერტზე 30 მსმენელისთვის მოპარული მობილურები ქურდმა ველოშორტებში ჩამალა

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ველოსიპედის შორტებში 30 მობილური ტელეფონი ჰქონდა.

ნიდერლანდებში, ამსტერდამის სამხრეთ-აღმოსავლეთ მუნიციპალიტეტში კანადური პანკ-როკ ჯგუფ SUM 41-ის კონცერტზე მყოფი არაერთმა მაყურებელმა ამსტერდამის პოლიციას კონცერტზე მობილური ტელეფონის დაკარგვის შესახებ განუცხადა.
 
ამსტერდამის პოლიციამ, რომელიც მაყურებელთა ამ საჩივრებამდე უკვე გაფრთხილებული იყო ბელგიის პოლიციისგან, რომ ერთი კვირის წინ, ანტვერპენში, SUM 41-ის კონცერტზე, 50 მაყურებელს მოპარეს მობილური ტელეფონი, კონცერტზე სათვალთვალოდ მივლენილ პოლიციელებს დამატებითი ძალები შეაშველა და ყველა გასასვლელის გაკონტროლება დაიწყო.
 
მალე მათ დააკავეს პიროვნება, რომელიც გარეგნულად ზოგიერთი მომჩივანის მიერ აღწერილს ჰგავდა და მისი ჩხრეკის შედეგად, ერთმანეთზე გადაცმული ორ ველოშორტში 30 მობილური ნახეს.
 
პოლიცია ვარაუდობს, რომ 34 წლის რუმინელი ჯიბის ქურდების ბანდის წევრია და შესაძლოა, მას კავშირი ჰქონდეს 21 იანვარს ანტვერპენში, SUM 41-ის კონცერტის დროს ჩადენილ ქურდობებთან.
 
nltimes მიხედვით მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად