კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს “ქართუმ” ბინა აჩუქა

ამის შესახებ სუსი-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. 

"ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა "ქართუმ" შეიძინა. ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა.ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას, მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ არასდროს მივატოვებთ', წერს ნინო გიორგობიანი facebook-ში.

შეგახსენებთ, ივანე გოლაშვილი  თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სუსი-ს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად