კონტროლიდან გამოსული 22 ტონიანი ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება

პენტაგონი 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია, თვალს ადევნებს. ის დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისი ნამსხვრევები ამ კვირის ბოლოს ჩამოვარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს. ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროცესი სახიფათო არ არის და რისკი იმისა, რომ დედამიწაზე დიდი ზომის ნამსხვრევები მოხვდეს, ძალიან მცირეა. რაკეტის ნამსხვრევების სავარაუდო ჩავარდნის ადგილად წყნარი ოკეანე მოიაზრება, რადგან ის დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

წყარო: CNN

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...