“კონსტრუქტ2-მა” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მემორანდუმი გააფორმა

29 ნოემბერს, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-სა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„კონსტრუქტ2“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, პროფესიულ პროგრამებს შეიმუშავებს და მათ ჩართულობასაც უზრუნველყოფს. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ხასიათის ერთობლივი ღონისძიებები, რაც ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სამიზნე ჯგუფის მონაწილეობას.
მემორანდუმის გაფორმებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ზესტაფონში მდებარე „კონსტრუქტ2“ დაათვალიერეს და კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებსა და მსმენელთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

„m2 ჯგუფის სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2“ ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, მაგრამ უკვე შეგვიძლია მისი მიღწევებით ვიამაყოთ. კოლეჯის მთავარი დამსახურება სამშენებლო ბაზარზე პროფესიონალი ხელოსნების ახალი ნაკადის შემომატებაა, რომელსაც მალე იძულებით გადაადგილებული პირებიც შეემატებიან. ისინი ჩვენი კოლეჯის პროგრამით გათვალისწინებულ სრულ კურსს გაივლიან, ხოლო პროფესიონალებად m2 ჯგუფის ობიექტებზე ჩამოყალიბდებიან“, – ამბობს „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად