კონსტანტინიდი თავის პასუხს განმარტავს: ინტერპრეტაცია მოხდა…პარლამენტში დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

“პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ეს განცხადება თავადვე განმარტა და აღნიშნა, რომ მისი კომენტარის ინტერპრეტაცია მოხდა.

„იცით რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ყოველთვის მაღალია ინტერესი და დიპლომატიური კორპუსი ადევნებს ამას თვალს. სახელმწიფო უწყებები, მათ შორის საგარეო უწყებაც დიპ კორპუსთან ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ამ მიმდინარეობის დროს, თუმცაღა კითხვა-პასუხმა დატოვა ინტერპრეტაციის საშუალება, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დაგვეზუსტებინა რა იგულისხმა თქვენმა კოლეგამ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა.“

იყავით თუ არა კომუნიკაციაში ელჩებთან, მიიწვიეთ თუ არა ისინი პარლამენტში და თუ მიიწვიეთ მხოლოდ გერმანიის ელჩი?

„ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების, მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკური მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა, ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები, ასეთი რამე არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათ შორის თქვენი ეთერიდანაც ჩანდა რომ იქ იყო გერმანიის ელჩი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად სხვა რომელი ელჩი იმყოფებოდა, მაგრამ დიპ კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“ – განმარტა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შეგასხენებთ, გუშინ, გიორგი გახარიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...