კონსტანტინიდი: სახელმწიფო ბიუჯეტი არის მოქალაქეებზე ორიენტირებული და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების მომსახურება

„საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა საზღვარგარეთ, ეფექტური მომსახურების გაწევა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, მივიღეთ ისეთი სიკეთეები, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა და განსაკუთრებით კი უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ბუნებრივია ამან გაააქტიურა ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება ევროპის მიმართულებით და საკონსულო დაწესებულებებში გაიზარდა მოქალაქეთა მიმართვიანობა, რამაც გაზარდა მოთხოვნა ეფექტურ საკონსულო მომსახურებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით ხელშესახები სიახლეები გვაქვს-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მომდევნო წელს, დაგეგმილია როგორც ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ასევე უკვე არსებული საკონსულო დაწესებულებების მოდერნიზებაც.

„დაგეგმილია და ბიუჯეტში ასახულია, რომ გავხსნათ საკონსულო დაწესებულებები , ქ. ბარიში, სადაც განსაკუთრებით მაღალია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაცია. ასევე ვგეგმავთ გენერალური საკონსულოების გახსნას მიუნხენსა და სან-ფრანცისკოში. რომლებსაც, გარდა საკონსულო მომსახურებისა, ასევე ექნებათ დამატებითი დატვირთვა , მათ პორთფელში იქნება ეკონომიკური და კულტურული საკითხებიც. გარდა ამისა, იმ ქალაქებში, სადაც უკვე ფუნქციონირებენ საკონსულო დაწესებულებები და მაღალი არის ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობა, ვფიქრობთ, რომ მათი მოდერნიზება მოვახდინოთ თანამედროვე სტანდარტებით ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ათენი, პარიზი, რომი და ლონდონი“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ექნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მისაღები, რომელიც მოემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკვე არსებულ მომსახურებას.

სხვადასხვა სახის დოკუმენტები. სანოტარო აქტები, პასპორტების და პირადობის მოწმობის თხოვნა. არის ასევე მიმართვიანობა დახმარების კუტხით. როდესა ხშირად იქმნება კრიზისული სიტუაციები. როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში.

ასევე იქნება თბილისში საკონსულო დეპარტამენტის ახალი მისაღები. , სადაც მომსახურებას მიიღებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების მიწოდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად