კონსტანტინე გამსახურდია: ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი კეთდება, მადლობა ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ხარჯს

ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია.

 

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მან ცოტნე გამსახურდია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩთან, ლევან იზორიასთან ერთად მოინახულა.
,,დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს”,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად