კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს

კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი მისი ცუდად ყოფნა გახდა. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა შესაძლოა დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს.

“პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. წინასწარი დიაგნოზი იყო სტენოკარდია. ჩატარებული კვლევების შემდეგ დადასტურდა არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზი. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუძლებელია იმის თქმა როდის გავწერთ, ვგეგმავთ უფრო გაფართოებულ კვლევებს. ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. იგეგმება კორონაროგრაფია. ამის შემდეგ დაიგეგმება შემდგომი ტაქტიკა”, – განაცხადა ექიმმა “ტვ პირველთან”.

კონსტანტინე გამსახურდიას სამედიცინო გამოკვლევები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში უტარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მთავარი პროკურატურის შესასვლელთან 11 დღეა შიმშილობენ. ძმები გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის შესაძლო შეწყვეტის გამო შიმშილობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...