კონსტანტინ კოსაჩევი: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩევმა ოპოზიციური პარტია “ერთიანი საქართველოს – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხები, მისი გაუქმება და ასევე ამ ქვეყანასთან საჰაერო კავშირების აღდგენის საკითხები მალე უნდა გადაიჭრას. ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

”არსებობს რამდენიმე პრაქტიკული საკითხი, რომელიც, ჩვენი აზრით, სწრაფად უნდა მოგვარდეს. ეს არის სავიზო პროცედურების შემსუბუქება და შემდგომ გაუქმება, ავიამიმოსვლის აღდგენა, საქონლის გარკვეულ სახეობებზე დაწესებული ტარიფების საკითხი. ზოგადად, არსებობს კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფორმატში განიხილება”,-განაცხადა კოსაჩევმა.

შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

”მაგრამ თქვენ და მე ყოველთვის ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხალხი სრულიად განსხვავებულ რამეს ელის. სახელმწიფოებმა, პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ეს მოთხოვნა და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს”,-განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად