კონსილიუმის ექიმი: პაციენტი სააკაშვილი გაცილებით აქტიურია, დღეს მისი გავლის პირველი მცდელობა იყო

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმთა კონსილიუმმა შეისწავლა. კონსილიუმის წარმომადგენლებმა კი უკვე დატოვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურდება და უმჯობესდება.

“რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების დიზირების კორექცია. დღეს ჩვენთან იყო წარმოდგენილი გასტროენტეოროლოგი და რეანიმატოლოგიც. ფიზიკურად პაციენტი გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს მისი გატარების პირველი მცდელობა იყო. რასაკვირველია უკეთესად და უკეთესად გამოიყურება ფიზიკურადაც და ლობორატორიულადაც”- აცხადებს ჰემატოლოგი
ნინო შარაშენიძე.

ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე კი ამბობს, რომ ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება რაღაცა ნევროლოგიური დარღვევები, რომელსაც სჭირდება დრო.

კომენტარები
იტვირთება...