კონსერვატორია ოსური კლასიკური მუსიკის საღამოს უმასპიძლებს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი  ოსური კლასიკური მუსიკის საღამოს უმასპინძლებს.

ოსი და ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ოსური კლასიკური ნაწარმოებები,  ამ მასშტაბით საქართველოში პირველად სრულდება. კონცერტზე გაჟღერდება ფ. ალბოროვის,  ზ. ხაბალოვას, ჟ.პლიევას, მ. პლიევის, ა. მაჭავარიანის, ვ. აზარაშვილის, გ. ჩლაიძის, ვ. დურგლიშვილის  და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. შემსრულებლები სახელმწიფო კამერული ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ტრიო „ბრავო“, სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, აფხაზეთის დამსახურებელი არტისტი ვაჟა ჩუბინიძე, სოხუმის დ. არაყიშვილის სახ.სამუსიკო სასწავლებლის პედ. ნანა რეხვიაშვილი და ნინა უსტინოვა, ირინა და ქრისტინე სიმონიანები, ქეთევან ექვთიმიშვილი არიან.

საღამოს სახელმწიფო აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორები და მოღვაწეები დაესწრებიან.

საღამოს ორგანიზატორია ა(ა)იპ „ქალთა თანადგომა“. იდეის ავტორი – მადინა ტეხოვა. ღონისძიების მხარდამჭერია   საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. კონსერვატორიაში სტუმრებს 4 ივნისს 19 საათზე ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად